ჩვენ შესახებ

4Dealer

4Dealer, ქართული ავტო იმპორტიორია, რომელიც 2011 წელს დაარსდა და უკვე 11 წელია მოღვაწეობს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე, როგორებიცაა ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსია. კომპანიამ ამ დროის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ავტომობილის უსაფრთხოდ ჩამოყვანა უზრუნველყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან დანიშნულების ადგილამდე.

დაარსების დღიდან 4Dealer-ის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის სასურველი ავტომობილის ჩამოყვანა და ხოლო შესყიდვისა თუ გადახდების პროცესის გამარტივება. 4Dealer ფილიალებით წარმოდგენილია როგორც საქართველოში, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც კომპანია მოღვაწეობს.


4Dealer ფიზიკურ პირებს და დილერებს აძლევს შესაძლებლობას ამერიკის ავტო ბაზრობაზე, შეიძინონ ავტომობილები და უსაფრთხოდ მოახდინონ მათი ტრანსპორტირება სასურველ დანიშნულების ადგილამდე. დაბალი სამომხმარებლო ტარიფები და მომხმარებელზე მორგებული გარემო არის ის რითაც ამაყობს 4Dealer.

ყველაზე იაფი ტრანსპორტირება, ეფექტური ტრანსპორტირების დაზღვევა, მანქანის ჩაბარების უმოკლესი ვადები, გამჭვირვალე სერვისი და 24/7-ზე კომუნიკაცია საკუთარი საქმის პროფესიონალებთან არის ის რაზეც 4Dealer დგას.


გახდი დილერი

  • 01

    უფასო ტრენინგები

    ჩვენ თავად გთავაზობთ უფასო ტრენინგებსა და სასწავლო პროცესს, რომ დაეუფლო ამ საქმიანობას და მიიღო შემოსავალი.

  • 02

    მანქანის შერჩევა ამერიკის აუქციონებზე

    ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შესაფერისი ავტომობილის შერჩევის პროცესში

  • 03

    დაზღვეული ტრანსპორტირება

    ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ავტომობილის ტრანსპორტირების ყველა რისკზე, როგორც ჩატვირთვის დროს მიღებულ, ასევე უშუალოდ გზაში ყოფნის დროს მიღების რისკებზე.

  • 04

    მანქანის გაყიდვა

    ჩვენი გაყიდვების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ თქვენ მიერ შეძენილი ავტომობილის გაყიდვის პროცესსაც და დაგეხმარებიან პოტენციური კლიენტის მოძიებაში

ჩამოყვანილი მანქანა
აქტიური დილერი
კმაყოფილი კლიენტი
მანქანა გზაში